ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ქართული საზოგადოების ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ინტელექტუალმა და პირადად ჩემთვის გამორჩეულად საყვარელმა ადამიანმა, ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა.

ივლიანე ხაინდრავა არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან.

პირადად მე, ადამიანი რომელიც თავს მის მოწაფედ მივიჩნევ და უდიდეს პატივად ვთვლი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარსულში საჯარო სამსახურში მუშაობას, ჩემს მასწავლებელს საჯაროდ ვუხდი მადლობას გამბედაობისა და (როგორც ყოველთვის) სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ბრაგვაძე