საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კაკულიამ, თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილებაზე კაკულიამ საზოგადოებას სოციალური ქსელიდან აცნობა.

"მადლობა, საქართველო, პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის.

ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი, ორგანულ-ცივილიზაციური და აწ უკვე, კონსტიტუციური მისიისა და არჩევანის აღსრულებისთვის.

თავისუფალ და განვითარებულ ერთა ყველაზე მძლავრ კავშირში, შენი მაქსიმალურად სწრაფი და სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

სიცოცხლის, წინსვლის, ღირებულებებისა და კეთილდღეობის სივრცეში, შენი კუთვნილი ადგილის დამკვირდებისთვის.

ღმერთია მოწმე, ბევრი რამ შევძელით, ამ გზაზე ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანი, გემსახურე კეთილსინდისერად და დაუღალავად.

ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშზე, მომავალზე და გამოწვევებზეც მოგვიანებით. მისია არ ამოწურულა, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო - ვემსახურები საქართველოს",- წერს რევაზ კაკულია.