უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზეა.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 2023 წლის II კვარტალში 443 624-ჯერ გადმოკვეთეს (შემოსვლა). ამავე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 427 443-ჯერ გადაკვეთეს (გასვლა).

სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიხედვით  ხუთეულში შედიან რუსეთი,  თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი.

2023 წლის მეორე კვარტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა [შემოსვლა],

პირველ კვარტალთან შედარებით მეორე კვარტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა 145 339-ით არის გაზრდილი; 107 207-ით არის გაზრდილი საზღვრის გადაკვეთაც.