კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც ComCom მთავარი არხისგან რუსული კანონის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვს, გამოეხმაურა აშშ-ის ჰელსინკის კომისია და წერს, რომ მმართველი პარტია რუსულ სტრატეგიას იყენებს.

"ქართული ოცნება იყენებს კიდევ ერთ ტაქტიკას რუსეთის ავტორიტარული სტრატეგიიდან, რათა ცენზურას დაუქვემდებაროს ოპოზიცია და ქართველ ხალხს წაართვას დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც იბრძვიან", - წერია ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვყნებულ განცხადებაში.

ვიდეოკოლაჟი, რომლითაც "მთავარი არხი" მაყურებელს რუსული კანონის მიმღები დეპუტატების შესახებ აწვდის ინფორმაციას, არხის მენეჯმენტის განმარტებით, თითქმის ორი თვეა გადის ყველა საინფორმაციო გამოშვების ბოლო ნაწილში. ვიდეორგოლებში ჩანს იმ დეპუტატების ფოტოები და სახელები და გვარები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს. მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში გასული რგოლები პოლიტიკური რეკლამა იყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხელისიფლების წარმომადგენლები მოითხოვენ "ტვ პირველის" მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. საუბარია თბილისი მერ კახა კალაძესა და, პრემიერ-მინისტრ კობახიძის სიძეზე, ამავდროულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრზე დავით ფაცაციაზე.