გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი - ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, დანაშაულთან და მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენი უწყებები განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს, მათ შორის, ეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს, ადამიანების მიერ იარაღის ტარებას, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია და გაგრძელდება პრინციპულად დანაშაულთან ბრძოლა. ერთ-ერთი ასეთი დანაშაული არის, რა თქმა უნდა, კორუფციული დანაშაული. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ უწყებაში მისვლისთანავე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამ საკითხზე. ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები და უკომპრომისოები. გაგრძელდება ძალიან აქტიურად კორუფციასთან ბრძოლა. გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი - ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამას სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა,“- განაცხადა პრემიერმა.
გვაქვს ამბიციური მიზანი ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით - კობახიძე
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე