"ბოლო წლებში შეიძლება საზოგადოებისთვის უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იყო ჩემს წინაშე და ჩემი გუნდის წინაშე და რატომ ვიყავი რიგ შემთხვევაში რადიკალური, აგრესიული - ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენს ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ეროვნულ ინტერესს," - განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, გულწრფელობა მისი ორგანული მდგომარეობაა.
"ის როლი, რომელიც მიმაჩნია, რომ შეუძლია პრეზიდენტმა ითამაშოს და ის ფორმა, რომელზეც ვსაუბრობ, გამოკვეთილი კონსტიტუციურად და ის შესაძლებლობები, რომელსაც ვხედავ, სხვა მიმართულებით, სხვა ფორმით იქნება ჩემი დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესის დაცვისა და, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება, რა პოზიციაშიც მე პარლამენტის წევრი და ხალხის ძალის წარმომადგენელი ვიყავი.
ბოლო წლებში შეიძლება საზოგადოებისთვის უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იყო ჩემს წინაშე და ჩემი გუნდის წინაშე და რატომ ვიყავი რიგ შემთხვევაში რადიკალური, აგრესიული - ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენს ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ეროვნულ ინტერესს.
გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი, მაგრამ გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის ინტერესის დაცვას, ოღონდ სხვა ფორმით," - თქვა პარლამენტის არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.