ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეკინი, მოსკოვი და ფხენიანი ვაშინგტონის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში დაადანაშაულა:„გთხოვთ, გადასცეთ ჩემი თბილი მოკითხვა ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, სანამ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავთ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

განცხადება დონალდ ტრამპმა 3 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისთვის მიძღვნილი ჩინეთის სამხედრო აღლუმის დაწყებიდან მალევე გაავრცელა.

მან სი ძინპინს შეახსენა იმ ამერიკელების შესახებ, რომლებიც “ ჩინეთის გამარჯვებისთვისა და დიდებისთვის დაიღუპნენ”