გერმანული გამოცემა Spiegel წერს, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას მხარს უჭერს და საკითხს, სავარაუდოდ, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავს.
Spiegel-ის მიხედვით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი ცდილობს, ამ საკითხზე კოლეგების მხარდაჭერა მოიპოვოს. როგორც გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საუბარია მხოლოდ ინდივიდუალურ სანქციებზე, რათა ზომები მთლიანად მოსახლეობაზე არ აისახოს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური სანქციების დაწესება
"SPIEGEL-ის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ევროკავშირის შესაძლო სანქციების გამკაცრებაზე მუშაობს. შესაბამისი ინიციატივა, სავარაუდოდ, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი, ამ საკითხზე ევროკავშირის დონეზე კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
[...]
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, სანქციების შესაძლო დაწესებაზე უკვე ისაუბრა. ამ ინიციატივის მიღებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრული კონსენსუსი იქნება საჭირო, თუმცა არსებობს რისკი, რომ უნგრეთის მთავრობამ ინიციატივა კვლავ დაბლოკოს.
დიპლომატიური წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში, "მსურველთა" კოალიციის ჩამოყალიბება დაიგეგმება. საუბარია მხოლოდ ე.წ. ინდივიდუალურ სანქციებზე, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს შეეხება. მაგალითად, სავიზო შეზღუდვები "ქართული ოცნების" პარტიის წარმომადგენლებისთვის. მიზანია, რომ სანქციები მოსახლეობაზე არ აისახოს". - წერს გამოცემა.
აშშ-მ ქართული ოცნების 20-მდე მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20 პირს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებსა და კერძო პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.
წყარო: ტაბულა