მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე იქნეს მიღებული - გამოწვევა ძალიან ბევრია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„გამოწვევები, რომელიც სამინისტროს წინაშეა, ძალიან ბევრია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნას დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე - ესენი არიან სამედიცინო საზოგადოება, დევნილები, ის ადამიანები, რომელთანაც დაკავშირებულია სოციალური დახმარების სისტემა. მნიშვნელოვანია იყოს თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ეფექტიანი მენეჯმენტი. მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა გამოწვევებთან გასამკლავებლად, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ ბატონი მიხეილი იქნება საუკეთესო მინისტრი და ღირსეულად დაიკავებს ამ თანამდებობას“,- განაცხადა კობახიძემ.