გამოცემა Forbes-მა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების რეიტინგი გამოაქვეყნა. უახლესი ანგარიშით, Forbes 400-ის რეიტინგში შემავალი ტოპ-20 მფლობელის ქონება, გასულ წელთან შედარებით, $122 მილიარდითაა გაზრდილი და 2024 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით $504 მილიარდს აღწევს.
მიმდინარე წლის Forbes 400-ში შემავალი 54 მილიარდერი წამყვან სპორტულ გუნდებს აერთიანებს, მათ შორის 14-ს – NBA-ში. საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც Forbes-მა NBA-ის კლუბების ღირებულების შეფასება დაიწყო (1998 წელი), ფრენჩაიზების ღირებულება საშუალოდ 2,200%-ით გაიზარდა და ზრდას განაგრძობს. ივნისში, ახალი შეთანხმებით, NBA-მ გააორმაგა ნაციონალურ მედიასთან შეთანხმების საფასური, 11 წლის განმავლობაში კი ეს მონაცემი $76 მილიარდს მიაღწევს. იგივე მონაცემი NFL-ისთვის 1,700%-ითაა გაზრდილი.
პირველი სექტემბრის მდგომარეობით, აშშ-ში სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების კოლექტიური ქონება, გასულ წელთან შედარებით, 32%-ით, $504 მილიარდამდე გაიზარდა. კოლექტიური ქონება მოიცავს წილებს NBA-ის 10 კლუბში, NFL-ის 8 კლუბში, ასევე ხუთ კლუბში პროფესიონალური ფეხბურთიდან (მათ შორის MLS-ი და ევროპის წამყვანი კლუბები), ეროვნული ჰოკეის სამ ლიგაში (NHL), ორი – ბეისბოლის მთავარი ლიგის ორ კლუბში (MLB), ერთში WNBA-დან და ერთ კლუბში ქალთა სუპერლიგიდან.
ზედიზედ მეათე წელია, აშშ-ში სპორტული გუნდის მფლობელ უმდიდრეს ადამიანად Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და Los Angeles Clippers-ის მფლობელი სტივ ბალმერი სახელდება. ბალმერმა საკალათბურთო კლუბი 2014 წელს, $2 მილიარდად შეისყიდა. ეს ღირებულება ახლა $4.65 მილიარდამდეა გაზრდილი. ცნობისთვის, Forbes-ის 2023 წლის NBA-ის უდიდეს კლუბებს შორის Los Angeles Clippers-ი მეხუთე ადგილს იკავებს.
თუმცა საკალათბურთო კლუბი ბალმერის ქონების მხოლოდ მცირე ნაწილია. 68 წლის ბიზნესმენი $123 მილიარდს ფლობს, რომლის უდიდესი ნაწილი Microsoft-ში 35%-იან წილზე მოდის. Forbes 400-ის რეიტინგში ბალმერი მერვე პოზიციაზეა.
ბალმერი რეიტინგის ერთადერთი წარმომადგენელი არაა, რომელიც საჯაროდ დალისტულ კომპანიაში მსხვილ წილს ფლობს. სიის მეორე პოზიციაზეა Denver Broncos-ის მფლობელი და Walmart-ის მემკვიდრე რობ უოლტონი. საცალო ვაჭრობის გიგანტში აქციების წყალობით, უოლტონის ქონებას Forbes-ი of $94.3 მილიარდად აფასებს. რეიტინგის მესამე ადგილზე მყოფი დენიელ გილბერტი Cleveland Cavaliers-ისა და, პარალელურად, Rocket Companies-ის მფლობელია.
მსგავსი შეფასებით, Forbes 400-ის სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების ოცეულს შორის მოსახვედრად წელს სულ მცირე $9.3 მილიარდის შეფასებაა საჭირო. საინტერესოა, რომ წლევანდელ სიას ახალწვეულიც ჰყავს. მირიამ ადელსონმა გასულ წელს $3.5 მილიარდად Dallas Mavericks-ი შეისყიდა და ამჟამად ის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.
ვრცლად forbes.ge - ზე