ევროპარლამენტში, დღეს, საქართველოში „უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ” რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ხოლო 25 აპრილს რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.

რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შემაჯამებელი პროექტის ავტორია 40 ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის 5 სხვადასხვა პარტიიდან.

რეზოლუციის პროექტის შემაჯამებელ ვერსიაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 9 ნაბიჯიდან ორს არღვევს, კერძოდ კი 1-ელ ნაბიჯს (რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას გულისხმობს) და მე-9 ნაბიჯს (რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს).

წყარო: ინტერპრესნიუსი