ევროპა გაიღვიძე! -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, თბილისის ქუჩებში ევროპულ იდეალებს სასტიკად ანადგურებენ.
„სწორედ ევროპა და ევროპული იდეალებია, რომლებსაც ეს რუსი მარიონეტები თბილისის ქუჩებში მიზანმიმართულად და სასტიკად ანადგურებენ. ევროპა გაიღვიძე!“, - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტში.
შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.