უკრაინამ ევროკავშირისგან ERA Loans-ის პროგრამის ფარგლებში, მაკროფინანსური დახმარების სახით 1 მილიარდი ევრო მიიღო. ეს ტრანში რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების შემოსავლიდან დაფინანსდა.
"ეს უფრო მეტია, ვიდრე დახმარება – ეს არის მკაფიო სიგნალი: ევროპა გადამწყვეტად აძლიერებს უკრაინის თავდაცვასა და მდგრადობას მასირებული სარაკეტო თავდასხმებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე." - დაწერა უკრაინის პრემიერმა იულია სვირიდენკომ.
მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკისს, ლიდერობისა და სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა.
თანხა უკრაინამ G7 Extraordinary Revenue Acceleration (ERA) ინიციატივის ფარგლებში მიიღო, რომელიც კიევისთვის ფინანსური რესურსების მიწოდებას რუსეთის გაყინული აქტივების შემოსავლების ხარჯზე ითვალისწინებს.
Realpolitika