ე.წ. „რუსული კანონის“ დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე საქართველოზე იმსჯელებენ. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოზე სამიტის ფარგლებში იმსჯელებენ.

ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 27-28 ივნისს შეიკრიბებიან.

„კანონის მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას... საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა და დაანონსა, რომ საქართველოს საკითხზე ევროპული საბჭო იმსჯელებს.

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - რუსული კანონი დამტკიცებულია. დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა.

პრეზიდენტმა ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და რეფერენდუმის ჩატარება დაანონსა.