ივანიშვილი ახალ და უფრო მკაცრ სანქციებს უნდა ელოდოს-ოლიგარქს წამზომი აქვს ჩართული. ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ახლა არჩევანი აქვს გასაკეთებელი.

ეკონომისტები “პირველებთან“ ინტერვიუში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს შტატებმა ბოლო სვლის გაკეთების შესაძლებლობა მისცა- თუ უახლოეს დღებში ის რეჟიმის ტყვეებს ციხიდან გამოუშვებს და საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს,  მილიარდების დაკარგვას გადაურჩება.

ექსპერტების თქმით, აშშ-მა ივანიშვილს სივრცე მანევრებისთვის დაუტოვა და საინტერესოა, ამას როგორ გამოიყენებს, დაიხევს თუ არა უკან.

"ვერ მოახერხებს აქტივების დამალვას. მანევრის საშუალება დაუტოვეს, თუ რაღც შეთანხმება მოხდა ივანიშვილსა და აშშ-ს ხაზინას შორის, შესაძლოა, გადარჩეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამოუშვებს პატიმრებს და დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. ესე პრიმიტულად შვილზე გადააფორმო აქტივები და ამით, ამ აქტივების ღირებულება დაიცვა, ესე ვერ იმუშვებს. დადგება ისეთი მოცემულობა, ჩემი აზრით, ის ყველაფერს ეცდება თავისი დოვლათი დაიცვას, რადგან ესაა მისთვის პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, მას ურჩევნია, რომ დოვლათიც შეინარჩუნოს და ძალაუფლებაც, მაგრამ ეს შეუძლებელი ჩანს, ახლა აღარაა ეს თავსებადი.  ამერიკის მთავრობამ თუ მოინდომა მიწიდან ამოგიღებს, ციდან ჩამოგხსნის და მოგწვდება სანქციები“, - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

"ამ ჰოლდინგის შექმნამ, შესაძლოა, გარკვეულწილად გადაავადოს ამ სანქციების ეფექტი ივანიშვილისთვის და მისი ოჯახისთვის, თუმცა, მაშნ როდესაც ეს სანქციების წრე გაფართოვდება და მისი ოჯახის წევრებზეც გავრცელდება, რაც აუცილებლად მოხდება, თუ პირობები არ შესრულდება, რის გამოც იგი დასანქცირებულია, მაშინ მისი ოჯახის წევრებიც აღმჩნდებიან ამ სანქციების ქვეშ და ამ ნაბიჯს აზრი დაეკარგება. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი რაღაც მომენტში ძალაუფლების გადაბარებისთვის ემზადება, რადგან წარმოუდგენელია მუდმივად “ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში“, - აცხადებს შოთა ღვინერია.

ეკონომიკის ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ თუ ივანიშვილი არ მიიღებს გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდანაც, ისეთი სანქციები ამოქმედდება, რის მიხედვითაც უტა ივანიშვილიც მოყვება სანქციების ქვეშ.

წყარო: tv pirveli