დღეს, 11:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია 26 საკითხის განხილვა, მათ შორის ერთი საიდუმლოა. ძირითადი მომხსენებლები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.

განსახილველ საკითხებს შორისაა: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებებთან, „სტორი 1 ჰესთან“, „ბეჩო ჰესთან“, მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებული საკითხები.

  • საქართველოს კანონის პროექტი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

მომხსენებელი: ო. შამუგია

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აა2“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 02 თებერვლის №147 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „საკალათბურთე აკადემია დოლასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 სექტემბრის №1711 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას, შპს „გოტა 21“-ს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 14 ივლისს „სტორი 1 ჰესის“ შესახებ გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების და შესწორების შეტანის შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „მკ ენერჯის“ შორის „ქვედი ჰესის“ ელექტროსადგურის შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტისა და საქართველოს მთავრობასა და „რაჭა-სმარტ გრუპს" შორის „ქვედრულა ჰესის" ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას, შპს „მტკვარი ჰესს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს „მტკვარი ჰესის“ შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „თელიან ქარს“ შორის „თელიანის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „დოლრა ლაით ენერჯის" შორის „ბეჩო ჰესის" ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების ფიქსირებული ტარიფის დადგენის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის (ს/ნ 445601126) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო-პოლიმეტალები) შესწავლა/მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები „შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის N110 დადგენილებაში ცვლილების შეანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“

მომხსენებელი: ო. შამუგია

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „2024 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 14 ივნისის N873 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ო. შამუგია

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ქვეკომპონენტების – „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების“, „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“ და „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ – ამოქმედების შესახებ”

მომხსენებელი: ო. შამუგია

  • საიდუმლო.