დღეს, 26 მაისს 19:00 საათზე, ლოზუნგით, „საქართველოვ მე ვარ შენთანა" „რუსული კანონის" წინააღმდეგ მარში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეკრების ადგილი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაა, საიდანაც აქციის მონაწილეები მარშით ჭავჭავაძის გამზირზე გაემართებიან.