დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა 2023 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ხელფასები ორნახევარჯერ გაიზრდება.
"პარლამენტის წევრს მიეცემა გასამრჯელო შემდეგი ოდენობით:
ა) პარლამენტის თავმჯდომარეს – 10000 ლარი;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს –9500 ლარი;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9250ლარი;
დ) კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9000 ლარი;
ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს –8750ლარი;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8500 ლარი;
ზ) პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8250 ლარი.
3. პარლამენტის წევრისთვის, პარლამენტის ბიუროს მიერ, ასევე განისაზღვრება სატრანსპორტო უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობები.“.- ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, "პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აგრეთვე პარლამენტის წევრის სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და მის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს" - ვკითხულობთ დოკუმენტში.