ჩვენ გარკვეულწილად შიდა მიზანიც დასახული გვაქვს, რათა საბოლოო ჯამში, პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირების რაოდენობა 1/3-ით შემცირდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლება, საერთო ჯამში კი, სხვადასხვა სახით პატიმართა 1/3-ს.
„შინაარსობრივად, ეს არის საკმაოდ დაბალანსებული ამნისტიის აქტი, რომელიც ერთი მხრივ, არის მცდელობა იმის, რომ განაცხადი, რაც პრემიერმა მისი არჩევის და შემდეგ წლიური ანგარიშის დროს გაიმეორა, შესრულდეს და პატიმართა რიცხვის შემცირების მხრივ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ გარკვეულწილად შიდა მიზანიც დასახული გვაქვს, რათა საბოლოო ჯამში, პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირების რაოდენობა 1/3-ით შემცირდეს. ამნისტიით, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლება, საერთო ჯამში კი, სხვადასხვა სახით პატიმართა 1/3-ს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.