ჩვენი პარტია ოცნების არელეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხს უკავშირდებოდა.
„ჩვენი პარტია ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. წერტილი. და ამ საკითხს მეორედ აღარ დავუბრუნდები“, - თქვა გახარიამ.