საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელძღვანელობით, ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა გახსნეს, საგარეო პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისკიდევ უფრო გაფართოებას.
„მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთისსუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. უდავოა, რომ რეგიონსა დამსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობაენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადიკეთილდღეობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ, გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელადვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობასრეგიონში, საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირებისუზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა“, - განაცხადაპრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარისავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია.
„ამ მხრივაც, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და პრემიერ-მინისტრისთანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა ალი ასადოვმა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს.
„2024 წელი როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველო პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად, ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიჩატარდა. საქართველოშიც ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ორივე ქვეყანაში ჩატარებულიაღნიშნული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნების გამომხატველი იყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაკიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლებები, როგორც ყოველთვის, კონსტრუქციულად დამჭიდროდ იმუშავებენ და ჩვენი ხალხების განვითარებასა და კეთილდღეობას ხელს შეუწყობენ. საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს თანამშრომლობა ყველამნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ურთიერთმხარდაჭერა. ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია“, - განაცხადა ალი ასადოვმა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითია.
„აღნიშნული პროექტები სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას ემსახურება, ასევე შეიცვალა რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო რუკა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთის დერეფანი. ჩვენი ქვეყნები ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. დღეს ჩვენ ერთად ევროპაში მწვანე ენერგეტიკის ხიდს ვაშენებთ. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტი აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმინეთსა და უნგრეთში ხორციელდება. ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა ალი ასადოვმა.
კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
სხდომის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერესსაქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ოქმს. ასევე, შეთანხმებები გაფორმდა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის. კერძოდ, ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმსსაქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა დაბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის; მემორანდუმებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის საზღვაოტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანისრესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საკონსულო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.