ირანმა, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, გაეროში აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილების დაბრუნების რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

გუშინ, 2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათ შორის პირველად დაუჭირა მხარი სომხეთმა. 9 ქვეყანამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 52 ქვეყანა კენჭისყრას არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტით სწორედ ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდა. ადგილობრივ მედიას კი ის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილში აერია.