2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის ოჯახი უძრავი ქონებიდან ფლობს 5 მიწის ნაკვეთს, 3 ავტოფარეხს, 6 ბინას, ერთ არასაცხოვრებელ ფართს და ერთ საცხოვრებელ სახლს. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, მათ საკუთრებაშია 3 ავტომანქანა და 3 საათი.

დეპუტატის მეუღლის, ლია ობოლაშვილის სახელზეა 3 ავტოფარეხი (30 000 დოლარი), 879 177 ლარის ღირებულების 4 ბინას, 2 000 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთს, 100 000 ლარად ნაყიდ საცხოვრებელ სახლს და 479 000 ლარად შეძენილ არასაცხოვრებელ ფართს.

რაც შეეხება თავად დეპუტატას, ის ფლობს 1 165 025 ევროდ ნაყიდ ბინას პარიზში, 4 443 409.56 დირჰამის (დღევანდელი კურსით - 3 363 121.74 ლარი) ღირებულების 2 ბინას დუბაიში და 58 000 ევროდ ნაყიდ ავტოფარეხს საფრანგეთში. ( ავტოფარეხის 50%-ს ლია ფლობს). დეპუტატმა ეს ყოველივე 2013-2019 წლებში შეიძინა.

ასევე, მის სახელზეა 4 მიწის ნაკვეთი (3 შემთხვევაში 33,3%-იან წილს ფლობს, ერთი ნაკვეთი კი  2 000 დოლარად აქვს შეძენილი).

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ლია ობოლაშვილი ფლობს 96 000 ლარად ნაყიდ PORSHE-CAYENE IW552II-ს. დეპუტატი კი 47 500 დოლარის 3 საათს და 182 000 ევროს ღირებულების 2 ავტომანქანას (PORSHE-CAYENE).

„რუსული კანონის“ მხარდამჭერ დეპუტატს დანაზოგის სახით აქვს: 80 000 ლარი, 40 000 დოლარი და 35 000 ევრო. 

ის წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში;

1) შპს გლობალინვესთმენთ საქართველო - 100%

2)  შპს ჯეომედიცინი საქართველო - 35%

3)  შპს გლობალფარმი საქართველო - 100%

4)  შპს ბეიბი ლენდ საქართველო - 50%

5) შპს Beauty Life საქართველო - 100%

6) შპს დანი 2012 საქართველო - 70%

7) შპს ჰოსთ ჰაუზ საქართველო - 50%

8)  შპს სააფთიაქო სახლი - 25%

9)  შპს W/M ინვესთმენთი - 25%

10)  შპს ვესთ თრეიდინგ WEST TRAIDING - 100%

11) შპს გლობალ რეალ ისთეით - 100%

12) შპს ველლ ჰაუზ დეველოპმენტი - 100%

13)  შპს მონოგრაფი - 100%

14)  შპს სომინი - 100%

15) შპს კეონი აკადემია - 100%

დეპუტატს პარლამენტიდან 2023 წელს ხელფასის სახით მიღებული აქვს 42 910.72 ლარი.