აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, თუმცა დოკუმენტი უკრაინისთვის პროგრამა ,,ლენდ ლიზის’’ გაგრძელებას არ ითვალისწინებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ გააკეთა. 2024 წელს კანონპროექტი შეიცავდა დებულებებს, რომელიც უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად პროგრამის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა.
მარკაროვამ აღნიშნა, რომ საელჩო შეერთებულ უკრაინის შტატებში აქტიურად უჭერდა მხარს პროგრამის გაგრძელებას, თუმცა ეს დებულება 2025 წლის დოკუმენტში არ შეიტანეს.
„საელჩო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მექანიზმის შესანარჩუნებლად, რაც გათვალისწინებულია ორპარტიული და ორპალატიანი კანონპროექტით „დადექი უკრაინის აქტით“, - აღნიშნა მარკაროვამ.
ელჩის თქმით, 2025 ფისკალური წლისთვის ,,უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა" 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.
ბიუჯეტის დამტკიცებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის განცხადება. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა 8 დეკემბერს თქვა, რომ მისი ინაუგურაციის შემდეგ უკრაინამ შესაძლოა არ მიიღოს ამდენი დახმარება შეერთებული შტატებისგან. 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 20 მილიარდი დოლარის სესხს გამოუყოფდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან დაიფარებოდა. 11 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტექნიკური მომსახურებისთვის 266 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი დაამტკიცა. იმავე დღეს, კანადამ უკრაინისთვის თითქმის 600 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.