სენატორი ჯიმ რიში ე.წ. „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას ახმიანება:
„დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ამ კანონის მიღება არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს," - დაწერა სენატორმა ჯიმ რიშმა X-ზე.