ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის ღია წერილს „გულწრფელ ახალგაზრდებისადმი“.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება.

„ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს! მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა! - წერს პრეზიდენტი.