„ქარტია  და მასში გაერთიანებული ოპოზიცია სხვაგანაა და რეალური პოლიტიკა სხვაგან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნეს-კონსულტანტი ლევან კობერიძე წერს და საზოგადოებას, 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტიის“ შესახებ საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.

მისი თქმით, „პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახალგაზრდებმა შექმნეს და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებითაა მხარდაჭერილი სხვა შინაარსისაა და ამ ზარზეიმით დაანონსებული ქარტიის „ბუტაფორიულ“ პოლიტიკურ ერთობასთან არაფერი აქვს საერთო“.

„ქარტია  და მასში გაერთიანებული ოპოზიცია სხვაგანაა და რეალური პოლიტიკა სხვაგან. გულწრფელი, რეალური პოლიტიკური პროცესი, რაც ახალგაზრდებმა გულით შექმნეს და ადამიანების უმრავლესობის გონებაში პოვებს თანხმობას და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებით არის მხარდაჭერილი სრულიად სხვა შინაარსისაა და ამ ზარზეიმით დაანონსებული ქარტიის „ბუტაფორიული“ პოლიტიკურ ერთობასთან არაფერი აქვს საერთო. ვფიქრობ,  ოპოზიციის უმრავლესობამ, რომელიც ვერაფრით ეწერებოდა ამ პროცესში, უბრალოდ თავშესაფარი იპოვა ამ ქარტიაში და მგონი მაგიტომაც შემოუგდეს სატყუარასავით რომ თავი მოიტყუონ და ცრუ პოლიტიკურ დინამიკაში იყვნენ.. ესენიც ხარბად ყლაპავენ ამ სატყუარას. ძალიან მინდა ვცდებოდე, დრო გამოაჩენს , დრო რომელიც ასე ცოტა აქვს  ქვეყანას და ხალხს. ეს ქვეყანა და ხალხი არ იმსახურებს იმას,  როგორც დღეს მისი პოლიტიკოსები ექცევიან - ორივე პოზიციაც და ოპოზიციაც. ეს ქვეყანა და ადამიანები იმსახურებენ გაცილებით უკეთესს და თავისი ღირებულებებით არიან გაცილებით წინ და პროგრესულები ვიდრე დღევანდელი მოქმედი, სცენაზე მყოფი პოლიტ ელიტა. ახალგაზრდებმა  მოიტანეს გულწრფელობა და მზე პოლიტიკაში, აანთეს ის რაც მიძინებული იყო თავსმოხვეული ორპოლუსიანობითა და ნიჰილიზმით და ეს აუცილებლად შეცვლის უკეთესობისკენ ამ ქვეყანას, გინდა როგორც დამთავრდეს ამ ვეტოს ამბავი ხვალ“, - წერს ლევან კობერიძე.