ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დაშავებულია ე.წ. დეპუტატი, კან კვარჩია, ხოლო როგორც Apnsypress-ი წერს, ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია სროლის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც „ტელეგრამ-არხი“ AMPA-life წერს, ე.წ. პარლამენტში „მაინინგის“ აკრძალვის კანონპროექტი განიხილებოდა.

„შეხვედრის დროს ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კამათის დროს ადგურმა იარაღი ამოიღო და კანს ესროლა. დაღუპული ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა“ - წერს გამოცემა

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები იმყოფებიან.