„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იქნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მისი კანდიდატურა უკვე წარადგინა.

ინფორმაცია BMG-ის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს, სადაც პლენარული სხდომა გაიმართა. მას თავად ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა.

საბჭოს წევრის თქმით, ლევან მგალობლიშვილმა ორი კვირის ვადაში სამთავრობო გუნდი და პროგრამა უნდა შეიმუშაოს. ის ირაკლი კობახიძეს უნდა წარედგინოს, პრემიერ-მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, ლევან მგალობლიშვილს უზენაესი საბჭო პლენარულ სხდომაზე მოუსმენს და მხარს დაუჭერს.

ვრცლად: Bm.ge