29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია, - ამის შესახებ ახალ;გაზრდა იურისტთა ასოციაციის, საიას, თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს..

როგორც ქურდოვანიძის პოსტში ვკითხულობთ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაკავებულებს სწრაფად შეხვდეს ადვოკატი.

“ყოველწუთიერად შემოდის ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ცხელ ხაზზე. 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

ადვოკატები ცდილობენ მათი ადგილსამყოფლის დაზუსტებას. ხშირად ეს მყისიერად ვერ ხდება და სჭირდება გარკვეული დრო მათ მოძებნას.

დაკავებულების მეგობრებო და ოჯახის წევრებო - შეგვატყობინეთ დაკავებულების შესახებ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ სწრაფად შეხვდეს ადვოკატი. არავინ დარჩება ადვოკატის გარეშე.

ამ ნომერზე დაგვირეკეთ - არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზი 577070563”, - წერს ქურდოვანიძე.