გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიას რამდენიმე წელიწადში დაესხას თავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

”თუ ჩვენ უგულებელვყოფთ საფრთხეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დისკომფორტს გვიქმნის, ეს საფრთხე არ შემცირდება, არამედ მხოლოდ გაიზრდება”, - განაცხადა პისტორიუსმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ნატო-ზე რუსეთის სამხედრო თავდასხმა მოსალოდნელი არ არის.

ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინს თანმიმდევრულად გადაჰყავს თავისი ქვეყნის ეკონომიკას „საომარ რელსებზე“ - ახლა რუსეთი რამდენიმე თვეში უფრო მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე ევროკავშირის ყველა ქვეყანა წელიწადში ერთად.

„2029-2030 წლისთვის პუტინმა შეიძლება ისე გააძლიერა თავისი არმია, რომ რუსეთს ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში პუტინი შეეცადოს ნატოს - ერთიანობის გამოცდას ალიანსის ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილში შეჭრით“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

წყარო" IPN.GE