2023 წლის დეკემბერში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კონკრეტული განცხადება, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით. იქიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოში ვებრძოლოთ კორუფციას და ამას ვაკეთებთ წარმატებით, მათ შორის, შეიცვალა არაერთი მიმართულებით პრაქტიკა საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების საქმიანობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ეხება, მათ შორის, შესყიდვებს, პრივატიზაციის საკითხებს, გამჭვირვალობას, მთავრობის გადაწყვეტილების გამჭვირვალობას და ა.შ.
„ეს შეეხო, მათ შორის, წარსულში განხორციელებულ ქმედებებს და ამისთვის კონკრეტული პირები უკვე არიან მიცემული პასუხისგებაში. რაც შეეხება თანამშრომლობას, ნებისმიერ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომელიც ცდილობს კორუფციული ფაქტების გამოვლენას - არა მხოლოდ წარსულ დანაშაულებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შენიშვნა მივიღოთ მთავრობის დღევანდელ და ხვალინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის გავასაჯაროეთ მთავრობის ყველა აქტი. გასული წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის დამტკიცების დღიდან, ყველა აქტი არის საჯარო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ამოიღონ ნებისმიერი სამთავრობო გადაწყვეტილება და თუ ნახავენ სადმე კორუფციის ნიშნებს, მზად ვართ, ნებისმიერ სუბიექტთან, ვინც კი დაგვეხმარება კორუფციის გამოვლენაში, ყველასთან ვართ მზად თანამშრომლობისთვის, იქნება ეს მთავრობის, უწყებრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ნებისმიერ დონეზე, დღევანდელ ფაქტებთან დაკავშირებით, გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, ხვალინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, ყველასთან ვართ მზად თანამშრომლობისთვის. ვინც დაგვეხმარება კორუფციასთან ბრძოლაში, ყველას, ნებისმიერი სუბიექტის დახმარებას და მხარდაჭერას მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2023 წლის დეკემბერში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კონკრეტული განცხადება, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, იქიდან მოყოლებული ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ ვებრძოლოთ კორუფციას - ირაკლი კობახიძე
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე