"თუ დაირაზმებოდა პროევროპულად განწყობილი 70%, მივიდოდა არჩევნებზე და ხმას მისცემა კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, კალაძის დამარცხება და დედაქალაქის გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან იყო შესაძლებელი. თუმცა, დაშვებული იქნა შეცდომა" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, თეა ადეიშვილის გადაცემაში განაცხადა.
კუპრაძე ამბობს, რომ რეალურად პოლიტიკური პარტიების ბოიკოტი შეცდომა იყო, რადგან ოპოზიციამ სხვადასხვა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში საკრებულოები დაკარგა.
"64 მუნიციპალიტეტიდან მთელ საქართველოში "ლელო- ძლიერმა საქართველომ" შევძელით, რომ 57 მუნიციპალიტატეში ხალხს ეყოლება თავისი წარმომადგენელი, რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ სრულებით დავუჭერთ მას მხარს. ჩვენ 450 მაჟორიტარი გვყავდა, რომლებზედაც უამრავი წნეხი, მუქარა, შანტაჟი განხორციელდა და მათგან მხოლოდ სამი წაგვექცა. ანუ ვერ გაუძლო და დანებდა და ამ წნეხმა იმუშავა.
ჩვენ ვამბობდით, რომ 20%-იან კახა კალაძეს არ გავატანოთ დედაქალაქი, დავირაზმოთ 70%-ვე და უარი ვუთრხათ კალაძეს. სამწუხაროდ, ბოიკოტმა მოიტანა ის შედეგი, რომ, ჩხოროწყუში ოპოზიციური საკრებულო დავკარგეთ, ოპოზიციური წალენჯიხა დავკარგეთ.
როგორ შეიძლება გია ხარჩილავას ხსოვნას, იქ ოპოზიციურ ძალისხმევას, მათ შორის მამუკა ხაზარაძის ქველმოქმედებას იქ, იუვენტუსისი აკადემიას, ნიკო კვარაცხელიას აიტი აკადემიას, თეატრის გახსნას უარი უთხრა და მათ შორის უფასო კვებას სკოლაში", - განაცხადა კუპრაძემ და დაამატა, რომ გუშინ, 4 ოქტომბერს, რუსთაველზე, პოლიტიკოსებმა შეცდომა დაუშვცეს და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
"ეს იყო "ქართული ოცნების" მხრიდან მარგინალიზების მცდელობა, ეს იყო შეცდომა" - თქვა "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ და ისიც დასძინა, რომ მოქალაქეებში ნიჰილიზმის გაჩენა "ქართული ოცნების" და ოპოზიციის დაშვებული შეცდომების შედეგია.
"ქართული ოცნება" არის დაინტერესებული ყველაფრის მარგინალიზაციით, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო ის, რომ 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი და გუშინ მარგინალიზების მცდელობა ქონდა მას, ეს იყო "ქართული ოცნების" მხრიდან მარგინალიზების მცდელობა, ეს იყო შეცდომა, რომელიც დაუშვეს მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გააჩინეს არასწორი მოლოდინები. ვისი ბრალია ნიჰილიზმი, საიდან მოვიდა ეს ნიჰილიზმი? - "ქართული ოცნების" და ოპოზიციის დაშვებული შეცდომების. რომელ შეცდომებს [ვგულისხმობ] და თარიღებზე დიდი მოლოდინების დაკიდებას, სტრატეგიული წინააღმდეგობის გამორიცხვას იმიტომ, რომ პოლიტიკაა დასაბრუნებელი.
სამოქალაქო აქტივიზმი არის ერთ-ერთი მთავარი და ღირებული რამ, მე სამოქალაქო აქტივიზმიდან მოვდივარ და ვიცი ამ ყველაფრის ღირებულება, თუმცა უნდა გვესმოდეს ის, რომ პოლიტიკაა დასაბრუნებელი," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
წყარო: tvpirveli.ge