NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში 18 მარტს ჩამოვა - ინფორმაციას და იენს სტოლტენბერგის ვიზიტის განრიგს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ავრცელებს.

17-19 მარტს სტოლტენბერგი  ეწვევა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.

17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში, პრეზიდენტ ალიევს შეხვდება, ხოლო 18-ში თბილისში გამოემგზავრება. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ კობახიძესთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდება.

19 მარტს სტოლტენბერგი ერევანში გაემგზავრება.