რუსეთი ბენზინის ექსპორტიორიდან, მის იმპორტიორად იქცა - წერს რუსული პრესა.
რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი, წინადადებით გამოვიდა ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და სინგაპურიდან, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის საზღვარზე, გარკვეული საკონტროლო პუნქტების გავლით, იმპორტირებულ ბენზინზე, გაუქმდეს იმპორტის გადასახადი.
ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ, მიხაილ მიშუსტინისადმი მის მიმართვაში, რომელიც „Коммерсант“-მა გააშუქა.
საწვავის იმპორტი მხოლოდ ავტორიზებული ორგანიზაციების - «Роснефть»-ის, АО «ННК»-ს და ВО «Промсырьеимпорт»-ის მიერ განხორციელდება. იმპორტირებული ნავთობის პროდუქტებისთვის შემოთავაზებულია დემპფერის მექანიზმის (სუბსიდიის) გამოყენება.
ამ ღონისძიებამ უნდა გადაანაწილოს ბენზინი ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში, რათა შენარჩუნდეს მიწოდების ბალანსი ცენტრალურ რეგიონებში. მიწოდების მოსალოდნელმა მოცულობამ თვეში 150 000 ტონა ბენზინს უნდა მიაღწიოს.
ნოვაკის წინადადება მიზნად ისახავს რუსეთის ბაზრის საწვავითა და საპოხი მასალებით უზრუნველყოფას, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის დაუგეგმავი რემონტისა და ადგილობრივი საწვავის დეფიციტის ფონზე - წერს გამოცემა.
მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა