შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. 

სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები თიქორი - ენგურის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფელ ახალ კახათში  ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 5 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.  შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს მარტის თვეში დასრულდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს