„ზანგეზურის დერეფნის“ მშენებლობა 2030 წლამდე დასრულდება, - ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გამოცემა CNN Turk-თან ისაუბრა.
„თურქეთი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. ამ დროისთვის ჩვენ ტვირთების სასურველი რაოდენობების გადაზიდვა არ შეგვიძლია. თუმცა ჩვენ ყოველდღიურად ვავითარებთ ამ პოტენციას ბაქო - თბილისი - კასპიის ზღვის გავლით. ზანგეზურის დერეფანი ამ მარშრუტის გამტარუნარიანობის ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა აბდულკადირ ურალოღლუმ.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, რომ ზანგეზურის დერეფანი გახდება უმოკლესი გზა, რომელიც თურქულ სახელმწიფოსა და აღმოსავლეთს დააკავშირებს.