თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში ნანტის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მწვანე სივრცეების მოწყობას, ასევე, ბაღებისა და სკვერების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს.
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია გვქონდა, ჩვენი მუნიციპალური სამსახურები არ გაჩერებულან და ქალაქისთვის საჭირო საქმეებს განაგრძნობდნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ცხოველების სასეირნო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა საპარკე ავეჯი და მოსასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს