თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ფეხბურთის ფედერაციამდე და ფედერაციიდან ვაკის სასაფლაომდე გზის რეაბილიტაციაზე მერიამ ₾10.2 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი 2 ლოტადაა გამოცხადებული:
- I ლოტი 5.2 მლნ ლარს მოიცავს - ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირის რეაბილიტაციის (II მონაკვეთი პკ4+69.89-პკ9+21.37, ფეხბურთის ფედერაციიდან ვაკის სასაფლაომდე) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. (სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი)
- II ლოტი 4.9 მლნ ლარს მოიცავს - ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირის რეაბილიტაციის (I მონაკვეთი პკ0+00-პკ4+69.89, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ფეხბურთის ფედერაციამდე) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. (სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი.)
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 90 დღეში (3 თვის ვადაში) უნდა შეასრულოს. განაცხადების მიღების ვადა 2 თებერვლიდან 7 თებერვლამდეა.