ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ -სამინისტროს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ 11-წლიანსტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც განსაზღვრავს როგორც უწყების მომავალი წლის, ისე გრძელვადიანსაქმიანობას - საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო თუ კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებისმიმართულებით.
„აქტიურად დავიწყებთ სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის მშენებლობას მუნიციპალიტეტებში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დაბასა და სოფელში მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ამ სერვისებთან“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეცსამინისტრო ინტენსიურად მუშაობს.
„განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სასკოლო ინფრასტრუქტურა. გვაქვსგარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში ვცდილობთ. ვგეგმავთსკოლების მშენებლობის ახალ ტალღას“ - განაცხადა სოხაძემ.
მინისტრმა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ პროექტებს, რომლებიც მომავალი წლიდან დაიწყება, მათ შორის თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა. მისი თქმით, ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით, არამედ ის საგრძნობლად შეუწყობს ხელს დედაქალაქის სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას.
„გაგრძელდება მაგისტრალის მშენებლობა კახეთის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულშისაგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი გაიხსნება. უახლოეს დღეებში იგეგმება რიკოთის მონაკვეთის გახსნა.დასრულებულია სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი-ლესას 8-კილომეტრიანიახალი მონაკვეთი. ვფიქრობთ, მომავალ წელს ბათუმამდე მგზავრობას გაცილებით კომფორტულად და მცირე დროში შევძლებთ“ – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარების მიმართულებითაც არაერთი პროექტიდაიწყება.
,,ვვარაუდობთ, რომ მომავალ წელს ჩვენი მოსახლეობა უკვე ისარგებლებს 400 კილომეტრზე მეტი ახალი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.