თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე არსებული ხელშეკრულებები გაწყვიტა. პროექტს ორი კონტრაქტორი - მილენიუმ ბილდერს გრუპი (ორი ლოტი, 22 მლნ ლარი) და „ერ ტე დე“(ერთი ლოტი 9 მლნ ლარი) აშენებდა.

მერიის განცხადებით, არსებულმა კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია.

ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები

შპს „ერ ტე დე“ 2013 წელსაა დაფუძნებული,  დირექტორი და 100% წილის მფლობელი ლუხუმ ქართლოსიშვილია.
კომპანიას 411 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული  tendermonitor.ge-ის მიხედვით მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება : 197 612 710 ლარია, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება  კი 168 022 125 ლარი. თავად ლუხუმ ქართლოსიშვილი კი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს შემომწირველია 2016 წელს მან პარტიის სასარგებლოდ 25 000 ლარი გაიღო.

შპს მილენიუმ ბილდერს გრუპი 2014 წელსაა დაფუძნებული, დირექტორი და 100%-ის მფლობელი გიორგი ბუტიკაშვილია.

კომპანიას 252 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება : 122 822 354 ლარია, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება :  111 898 346 ლარი.