თბილისის მერიის დაფუძნებულმა „თბილისის განვითარების ფონდმა“ მთაწმინდის რაიონში, პავლე ინგოროყვას, ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ერთდროულად რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება 115.5 მლნ ლარს აღწევს.

ტენდერების მიხედვით, სამუშაოები მოიცავს როგორც შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესებს, ასევე კომუნიკაციების მოწესრიგებას. პროექტების განხორციელების ვადა ძირითადად 18 თვემდეა გათვალისწინებული, ხოლო ინდივიდუალურ შემთხვევაში – 6 თვემდე.

გამოცხადებული ტენდერები:

  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N7 (კოშკი), პავლე ინგოროყვას N12 და პავლე ინგოროყვას N14-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 8,368,594 ლარი

  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N18 და პავლე ინგოროყვას N20-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 13,675,429 ლარი

  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N8, პავლე ინგოროყვას N10 და პეტრე ჩაიკოვსკის N2-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 19,758,957 ლარი

  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N1/გ. ლეონიძის N9, პავლე ინგოროყვას N2/გ. ლეონიძის N11 და პავლე ინგოროყვას N4-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 18,620,066 ლარი

  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N3 და პავლე ინგოროყვას N6-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 13,562,007 ლარი

  • ქ. თბილისში, სულხან-საბას N4 და სულხან-საბას N6-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 13,167,589 ლარი

  • ქ. თბილისში, სულხან-საბას N5, სულხან-საბას N7 და სულხან-საბას N9-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 15,787,776 ლარი

  • ქ. თბილისში, სულხან-საბას N2/გ. ლეონიძის N7-ში არსებული შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,531,523 ლარი

შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც შენობების კონსტრუქციული გამაგრება და აღდგენა, ისე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის – წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების განახლება.

ტენდერების მიხედვით, კონტრაქტორებმა სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყონ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ წერილობითი დავალების მიღებიდან, ხოლო წინადადებების მიღების ვადები თებრვალსა და მარტში არის განსაზღვრული.

წყარო: bm.ge