თბილისის ზოოპარკი, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე აფრიკული სავანის (დიდი მტაცებელი ცხოველების ნაგებობა) მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 086 870 ლარია.
შესყიდვა 29 მარტს გამოცხადდა. წინადადების მიღება კი 14 აპრილიდან დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება.
სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. საგარანტიო ვადად კი 3 წელი.
მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს როგორც მიწის სამუშაოებსა და რკინა-ბეტონის კარკასების შექმნას, ასევე წყალსადენის, კანალიზაციის, გათბობისა და ელექტროგაყვანილობის მოწყობას.