თბილისის 112-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისათვის დასასრულს უახლოვდება დემონტაჟის სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში დაიწყება გარე ფასადის მოპირკეთება.

"1400-ზე მეტი მოსწავლისთვის, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურითა და რეკრეაციული სივრცეებით; შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და სველი წერტილები.

სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 5 249 548.98 ლარია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს,"-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

bp.ge