მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 112 701 314 ლარია.
ფონიჭალის მონაკვეთზე დაგეგმილია 3.6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მტკვარზე ორი ახალი ხიდის (211 და 170 მეტრი სიგრძის) მოწყობა. სანაპიროზე ასევე განთავსდება მოსასვენებელი სივრცეები და ფეხით მოსიარულეთათვის შუქნიშნებით აღჭურვილი ზონები.
აშენდება ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზიტული მოძრაობის მოთხოვნებს, ხოლო ფონიჭალის ტერიტორიაზე მოეწყობა ერთდონიანი კვანძიც — ადგილობრივი მოძრაობის მოსაწესრიგებლად.
ტენდერში წინადადებების მიღება 15 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს დასრულდება.