სურსათის ეროვნულ სააგენტოს ახალი შენობის მშენებლობისთვის მშენებელ კომპანიას ეძებს და ამისთვის ბაზრის კვლევას აცხადებს.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციიდან ირკვევა, ტენდერი მოიცავს ასაშენებელი ახალი ოფისის დიზაინ - პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო, უახლოეს მომავალში გეგმავს, ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას ქ. თბილისში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #36 ა) ასაშენებელი ახალი ოფისის დიზაინ - პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე.
გთხოვთ წარმოგვიდგინოთ წინადადებები მომსახურების ფასთან და მიწოდების ვადებთან დაკავშირებით. წინადადებები შემსყიდველს უნდა წარედგინოს ელექტრონულად, 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური ოფისის ახალი შენობის დიზაინზე შპს მოკო დიზაინმა მოამზადა, რაშიც სეს-მა 9 990 ლარი დახარჯა.