საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები სოფელ დიღომში, რუსთაველის ქუჩაზე ხორციელდება.

სამუშაოების შედეგად, 3 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება. პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია „ელიზი“ ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს