საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე სოფ. ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, სოფელ ბაბილთან მეწყერი 5 მაისს გამთენიას ჩამოწვა, რის გამოც დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.