საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ლაშა აბაშიძემ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარე სამუშაოები განიხილა. მხარეებმა პროექტის სწრაფად დასრულებაზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა თუ რა დადებითი ზეგავლენა ექნება აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოსთვის. აუდიენციის დასასრულს, საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.