ნებისმიერი სატრანსპორტო რგოლისათვის, რკინიგზა, ნავსადგურები, ტერმინალები, რომლებიც ჩართულია სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებაში, მნიშვნელოვანია - სატრანზიტო ნაკადების ზრდის ამოცანის გადაწყვეტა, რადგანაც სატრანზიტო გადაზიდვების ზრდას მოჰყვება ლოგისტიკური ცენტრების და ადგილობრივი სამრეწველო პოტენციალის განვითარება.

ამ მიზნით, "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" გაანალიზა, საქართველოს რკინიგზის, როგორც დერეფნის ერთ - ერთი ძირითადი რგოლის ფუნქციონირების მაჩვენებლები 20 წლიან ჭრილიში.

ანალიზით ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზაზე, როგორც სატრანზიტო ისე ჯამური გადაზიდვების კლება 2012 წლიდან იწყება, როდესაც გადაზიდვების მოცულობა 20.1 მლნ ტონიდან, 2018 წელს მინიმალურ - 10.5 მლნ ტონამდე დაეცა, პრაქტიკულად განახევრდა. ანალოგიურად, 2012 წლიდან სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა პერმანენტულად ეცემა 12.1 მლნ ტონიდან და თიქმის სამჯერ შემცირდა და 2018 წელს მიაღწია - 4.2 მლნ ტონას.

"აღსანიშნავია, რომ ასეთმა შემცირებამ კითხვის ქვეშ დააყენა, 2010 წელს დაწყებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელების მიზანშეწონილება, ცნობისათვის მოდერნიზაციის პროექტი დღესაც, 15 წლის შემდგომ დაუსრულებელია.რა იყო მიზეზი? მიზეზთა შორის, იკვეთება საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო რგოლის არაკომპეტენტურება. კერძოდ, 2010 წლიდან თვალნათელი იყო, რომ ნავთობნაკადი, რომელიც მანამდე რკინიგზით გადაიზიდებობა მილსადენში გადამისამართდებოდა, რაც გამოიწვევდა ფინანსური ნაკადების შემოდინების კლებას და აუცილებელი იქნებოდა დაკარკული ტვირთნაკადის მშრალი ტვირთებით ჩანაცვლება, აღნიშნული ამოცანის შესრულება საქართველოს რკინიგზის, როგორც სამეთვალყურეო საბჭომ ასევე მისმა მენეჯმენტმა ვერ უზრუნველყო. რამაც გამოიწვია, ფინანსური მაჩვენებლების და სახელმწიფოსათვის როგორც მეპატრონესათვის კუთვნილი დივიდენტის პრაქტიკულად განულება," - იუწყება სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2012 წელს რკინიგზამ, სახელმწიფოს 150.7 მლნ ლარის დივიდენტი გადასცა, 2016 წლიდან, რკინიგზის მიერ სახელმწიფოსათვის დივიდენტი გაცემა განულებულია.

"2022 წლის რუსეთ - უკრაინის საომარი დაპირისპირების შედეგად, ყველანაირი წინაპირობა არსებობდა, რომ ალტერნატიული დერეფნებიდან მოხდებოდა ტვირთების გადმომისამართება, რაც ნაწილობრივ განხორციელდა, თუ შევადარებთ 2022 წლის მაჩვენებლებს 2021 წელთან, თვალნათელია, რომ 2021 წლის გადაზიდვის მოცულობა 12.1 მლნ ტონიდან 22% ით, 14.8 მლნ ტონამდე გაიზარდა, ანალოგიურად 30% ით გაიზარდა სატრანზიტო გადაზიდვები 6.7 მლნ ტონიდან 8.7 მლნ ტონამდე.საომარი მოქმედებების მიერ გამოწვეული, გადაზიდვების ზრდის ტენდენცია, სავარაუდოდ უნდა გაგრძელებულიყო, რისი ყველანაირი წინაპირობა არსებობდა, მაგრამ, საქართველოს რკინიგზამ, დერეფნის სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად ვერ უზრუნველყო, სხვდასხვა მიმართულებით სათანადო კოორდინაცია და ტვირთნაკადებმა დაიწყეს არსებულ დერეფნებში დაბრუნება, რისი მკაფიო მაგალითია, 2024 წლის მაჩვენებლების 2022 წელთან შედარება, როდესაც გადაზიდვენის მაჩვენებელი 14.8 მლნ ტონიდან 9% ით, 13.8 მლნ. ტონამდე შემცირდა, ხოლო სატრანზიტო გადაზიდვები, 8.7 მლნ ტონიდან, 5% ით 8.3 მლნ. ტონამდე.ბუნებრივია ისმის კითხვა, გააჩნია თუ არა, სახელმწიფოს კერძოდ კი მისი ინტერესების გამტარებელ - საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს რაიმე კონკრეტული სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის გადაზიდების, თუნდაც 2012 წლის ნიშნულამდე დაბრუნებას?" - აცხადებენ TCRC-ში.